კანადაში მცხოვრებმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ცხოვრება ზოგჯერ დისნეის ფილმებს ჰგავს და აქაც ხდება მიაუგიური მომენტები!

კვებეკელმა ლიზიენმა ერთხელ მის ბაღში მოსეირნე კატას აჭამა და მასთან მეგობრობა დაიწყო. ფისო ხშირად ბრუნდებოდა ხოლმე ქალთან საკვებისა და სითბოს მისაღებად, ხანდახან კი სათამაშოდაც. ერთ დღესაც ეს მიუსაფარი კატა, უსაგი, ისევ დაბრუნდა ლიზიენთან, ოღონდ ამჯერად ის მარტო არ იყო!

აღმოჩნდა, რომ ფისო მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხმძიმედ იყო, მშობიარობის შემდეგ კი მან 6-ივე თავისი პატარა საყვარელი კნუტი ლიზიენს მიუყვანა.

ამჟამად ამ სამი თვის კნუტებიდან 5-ზე ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი, Chatons Orphelins Montréal, ზრუნავს. ნუ ღელავთ, მე-6-ს არაფერი მოსვლია — ის ლიზიენის მეგობარმა აიყვანა.

ფოტო: Chatons Orphelins Montréal

სანამ ამ ამბავს გაიგებდა, ლიზიენი იმაზე დარდობდა, რომ უსაგის ზედმეტად ბევრს აჭმევდა, რადგან ფისოს მუცელი სულ უფრო და უფრო დიდი ხდებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უსაგის, უბრალოდ, პატარა ფისუნიები ეზრდებოდა მუცელში და ის საკვები, წყალი და ყურადღება, რომელსაც ლიზიენი აძლევდა, ძალიანაც საჭირო იყო.

მას შემდეგ, რაც უსაგიმ იმშობიარა, ლიზიენმა თავისი სახლის კარი მისი 6 კნუტისთვისაც გააღო. ლიზიენმა კატებს ოთახი გამოუყო, რათა დროებით უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, მოგვიანებით კი თავის მეგობრებსა და ადგილობრივ თავშესაფარს დაუკავშირდა დახმარების მისაღებად. და, თურმე, ძალიან დროულადაც!

ფოტო: Chatons Orphelins Montréal

აღმოჩნდა, რომ პატარა კნუტების სუნთქვის პრობლემა ჰქონდათ და კონიუნქტივიტი აწუხებდათ. თავშესაფარმა მათ შესაფერისი სამედიცინო დახმარება გაუწია.

თავშესაფარში ასაყვანად დარჩენილი 5 კნუტიდან 3 დედალია (ტეილორი, ტინი და ტიანა) და 2 მამალი (ტეილსი და ტიტო). თითოეულ მათგანს უნიკალური მახასიათებლები აქვთ. ამასობაში კი ლიზიენმა უსაგი აიყვანა და მისი სტერილიზაცია გადაწყვიტა, რათა ფისო კიდევ ერთხელ არ დაფეხმძიმდეს.

ფოტო: Chatons Orphelins Montréal