დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა რა სიხშირით უტარდებათ სამედიცინო პერსონალს ტესტი, რათა ისინი კორონავირუსის გავრცელების წყარო არ გახდნენ.

"სერიოზული შიდა გავრცელება გვაქვს, მათ შორის, არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი. ზოგადად, სამედიცინო პერსონალს ვტესტავთ ორ კვირაში ერთხელ; კოვიდკლინიკების სამედიცინო პერსონალს ვტესტავთ 7 დღეში ერთხელ, ისევე, როგორც რეანიმაციაში მომუშავე ექიმებს; ხოლო, სასწრაფო სამედიცინო პერსონალს 72 საათში ერთხელ. რადგან, თუ ინფიცირება არის, სწრაფად მოვახდინოთ სამედიცინო პერსონალის იზოლირება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა — ექიმები, ექთანები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ინფექციის დაწყებიდან დღემდე, დახლოებით, 4 000-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.