საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა მეგობარმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

"მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ჩემმა მეგობარმა და პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა", — ამბობს სააკაშვილი.

2019 წელს მაია სანდუმ, როცა მას ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გასატარებელი რეფორმებისთვის საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დახმარება სთხოვა.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პროევროპელმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მან მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა. სანდუ მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.