აზერბაიჯანისთვის ქალბაჯარის რეგიონის გადაცემამ 25 ნოემბრამდე გადაიწია
აზერბაიჯანისთვის ქალბაჯარის რაიონის გადაცემის ვადამ 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე გადაიწია. ეხო კავკაზას ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ხიკმედ გაჯიევმა განაცხადა.
გაჯიევის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ თხოვნა რუსული მხარის შუამავლობით გაუგზავნა. როგორც იგი ამბობს, ისინი დათანხმდნენ ვადების გადაწევას ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან ქალბაჯარიდან სომხეთში ერთადერთი გზა გადის და მისი არასაკმარისი ტევადობის გამო პროცესის დროულად დასრულება ვერ ხერხდება.
9 ნოემბერს გვიან ღამით რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, აღდამის რეგიონი აზერბაიჯანს 20 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს გადაეცემა ლაჩინის რეგიონი. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები.
ლაჩინის რეგიონში 5 კილომეტრი სიგანის დერეფანი შეიქმნება. დერეფანი მთიან ყარაბაღსა და სომხეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, არ შეეხება ქალაქ შუშას (შუშის) და რუსეთის სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება. ლაჩინის დერეფანში 1 960 რუსი სამხედრო, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა განლაგდება.
რუსეთის სამშვიდობო მისია ლაჩინის რეგიონში ხუთი წლით დარჩება და მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე აღნიშნული რეჟიმის გაუქმებას არ მოინდომებს.
მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.
ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან, თუმცა რუსეთი ამას უარყოფს. ალიევმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.
ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები