დიდი ბრიტანეთის პირემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯონსონს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და იგი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.

ბორის ჯონსოს კორონავირუსი უკვე ჰქონდა და მას იგი 27 მარტს დაუდასტურდა. ჯონსონი გამოკვლევებისთვის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას კვლავ ჰქონდა სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა. ბრიტანეთის პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა და საავადმყოფო 12 აპრილს დატოვა.