ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა გოგორიშვილს მიმართა, რომ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტს მიეცემოდა 20 წუთი გასაჩივრებული ოქმების განსახილველად, რაზეც გოგორიშვილმა უპასუხა, რომ სანამ თამარ ჟვანია რამეს განუსაზღვრავდა, მისგან მოსმენა სჭირდებოდა.

"პროცედურული შეკითხვა მაქვს საჩივრის წარდგენის ფორმასთან დაკავშირებით და ნება იბოძეთ და მომისმინეთ. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 30 საჩივარი. ყველა ეს საჩივარი არის კონკრეტული, ყველგან არის რიცხვები, რომლებიც თქვენ არ გაინტერესებთ. გასაგებია. როცა თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წუთი მოგვეცემა, ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ არ გაინტერესებთ. მარტო მე საბურთალოს ოლქში არსებული დარღვევები რომ წარმოგიდგინოთ, ამისთვის დამჭირდება 20 წუთი. თქვენ ნანახი გაქვთ თვალით, საერთოდ, საჩივრები? მაშინ, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი საჩივარი მაინც მოვასწროთ 20 წუთში.", — განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ კი თქვა, რა საფუძვლით ასაჩივრებდნენ საოლქო შემაჯამებელ ოქმებს იმიტომ, რომ საჩივრებში დეტალები ყველაფერი წერია, მაგრამ საერთოდ არ უკავშირდება უბნის საკითხები ცენტრალური საარჩევნო კომისიის განხილვის კომპეტენციას.

"საოლქო შემაჯამებელი ოქმი არის ერთადერთი რამე — შეკრება საუბნო ოქმების. როცა 2+2=5 ამას ვასაჩივრებთ. როცა საოლქო შემაჯამებელ ოქმებზე ვლაპარაკობთ, უბნების შედეგებზე და იქ არსებულ დარღვევებზე ვსაუბრობთ", — უპასუხა გოგორიშვილმა ჟვანიამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც განიხილება ოპოზიციის მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები.