ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს, მაკედონიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაცია ტვიტერით ავრცელებს.

"ჩემი სამუშაო აქ დასრულდა. მადლობა ქართველ გულშემატივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ეს იყო მშვენიერი 5 წელი ჩემს ცხოვრებაში. მაპატიეთ", — ამბობს ვაისი.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და თამაშის შედეგზე პასუხისმგებლობა თავად აიღო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 12 ნოემბერს ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ისტორიული მატჩი დინამო არენაზე ჩატარდა და მას კორონავირუსის მიერ გამოწვეული შეზღუდვების გამო, მაყურებელი არ ესწრებოდა.

გაიგეთ მეტი: