Westworld - ახალი სამყარო, რომელშიც ადამიანებმა რობოტებზე გაიმარჯვეს?
პოსტი ალაგ-ალაგ შეიცავს პირდაპირ ან ირიბ სპოილერებს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს
წელს იმაზე მეტი ტექნოლოგია ვნახე სერიალებში, ვიდრე საჭირო იყო. ჯერ იყო Black Mirror-მა და Mr. Robot-მა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თავიანთი ძალა, მერე კი HBO-მ ახალი, დიდი პროექტი წამოიწყო, სადაც ვესტერნი და რობოტები უჩვეულო გზით იკვეთებიან. ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) დამსვენებლებს ისეთ გართობას სთავაზობს, რომლის ანალოგიც არ არსებობს. თუმცა, სანამ უშუალოდ ველურ დასავლეთზე დავწერ, მანამდე ორიოდე სიტყვით მისი წინაპირობა განვიხილოთ.
გართობა ადამიანის ისეთივე ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, როგორიც ჭამა და გამრავლება. ტექნოლოგიების დახვეწით კიდევ უფრო იზრდება იმის საშუალება, რომ თითოეული ინდივიდის გემოვნება დაკმაყოფილდეს. ყველა პოულობს თავის წილ ბედნიერებას და გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მისი თანამონაწილე ხდება. ესაა ველური დასავლეთის პარკის დანიშნულებაც. თუ იურული პერიოდის პარკი შემეცნებას ემსახურება, Westworld იმ უფროსებისთვის არის, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარ ფანტაზიებს მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში შეასხან ფრთები.
ამ სამყაროში რობოტები ე.წ. მასპინძლების (სერიალში მოხსენიებულია, როგორც Hosts) როლს ასრულებენ. ისინი ყველგან არიან: ქალაქის შერიფიდან დაწყებული, უკანასკნელი მძარცველით დამთავრებული. მასპინძლები ცხოვრობენ და სტუმრების გართობაზე ზრუნავენ: ბანკის ძარცვა, სპირტიანი სასმელები და პროსტიტუცია ჩვეულებრივი ამბავია. მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ გასართობ თემატური პარკში სტუმრებს ყველაფრის უფლება აქვთ. მათ შეუძლიათ ქალაქის ცხოვრებაში ჩაერთონ, ან სულაც ფეხებზე დაიკიდონ შემოთავაზებული "ატრაქციონები" და გონების დაკარგვამდე დათვრენ, სექსი ჰქონდეთ ნებისმიერ მაცხოვრებელთან ან მთელი ქალაქი დახოცონ.. ეს ერთი პატარა დასახლების ცხოვრებაა, რომლის ყოველი დილა მატარებლის შემოსვლით იწყება, მატარებელში კი თავგადასავლებს მონატრებული სტუმრები არიან.
სერიალი რეალობის ორ მხარეს გვაჩვენებს. გაუმჭირვალე შუშის უკან შემქმნელების მთელი გუნდია თავმოყრილი, ისინი თითოეულ მასპინძელს აკონტროლებენ. მათი ფიქრები, გრძნობები, მოქმედებები ისეა დაპროგრამებული, რომ შუშის მეორე მხარეს მაქსიმალურად რეალურები, ადამიანურები გამოჩნდნენ. ხელოვნური ინტელექტის მატარებელი რობოტები მდიდრების ახალი გასართობს წარმოადგენენ.
პირველივე სერიიდან ვხვდებით, რომ ეს ის იდეალური სამყაროა, სადაც ადამიანებმა რობოტებზე გაიმარჯვეს. მასპინძლები ყოველდღიურად იხოცებიან, მეორე დღეს კი გახამებული ტანსაცმლითა და უნაკლო სხეულით უბრუნდებიან ჩვეულ რიტმს. არ ახსოვთ წინა დღეს გადატანილი მოვლენები და არც ის იციან, რომ მომსახურების სფეროში არიან ჩართულნი. ეს ისეთი თამაშია, სადაც მათ არ შეუძლიათ ადამიანებს ზიანი მიაყენონ (მათ მიერ ნასროლი ტყვია სტუმრებს არ კლავს). ერთი შეხედვით მარტივად აგებული ფორმულაა ორი მხარის შესახებ, სადაც ერთი ნაწილი ყოველთვის დამარცხებულია.
დოქტორი რობერტ ფორდი (ენტონი ჰოპკინსის გმირი) ამ სამყაროს შემოქმედია. მისი ფანტაზიის ნაყოფია ყველა ის ნარატივი, რომელსაც რობოტები ყოველდღიურად თამაშობენ. ის არის მთავარი მენტორი, ღმერთი, რომელმაც თავის ხატად შექმნა ეს სამყარო და მისი ბინადარი - რობოტები, მიანიჭა მათ გრძნობისა და აღქმის უნარი, შეუქმნა ისტორიები და მისცა თავისუფალი ნება, რომელსაც საზღვრები აქვს. ეს ისეთივე თავისუფლებაა, როგორიც ადამიანების სურვილი, ვიღაცას მიაწერონ თავისი ცხოვრების გზა, თითი გაიშვირონ და ბედისწერას გადააბრალონ ყველაფერი, ახსნა მოუძებნონ ყოველდღიურ წარმატებასა თუ წარუმატებლობას; არ იცოდნენ დიდი ძმის არსებობის შესახებ, მაგრამ ინსტიქტურად მიჰყვებოდნენ მის მიერ შექმნილ კანონებს (Westworld-ის შემთხვევაში - პროგრამულ კოდებს).
სერიალის ყურების დროს მაყურებელი ნელ-ნელა “ჩაგრულების” მხარეს გადადის. მისთვის ისეთივე მიუღებელი ხდება რობოტის მკვლელობა, როგორიც ადამიანის მკვლელობა იქნებოდა. რობოტები იმაზე მეტად გაადამიანურდნენ, ვიდრე თავად შემქმნელებს წარმოედგინათ. იქნებ დამახსოვრებულმა ძველმა განცდებმა და ტკივილებმა იჩინეს თავი?! ამის კარგი მაგალითია მაივი მილა (ტენდი ნიუტონის გმირი), მისმა ყოველდღიურმა ყოფამ ბოლომდე ვერ ამორეცხა წარსულში განცდილი ტრამვა, რაც მის გმირს სტუმრების თვალში დამაჯერებლობას ჰმატებს, მაგრამ გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს.
ადამიანის და კომპიუტერის ინტეგრაცია იქამდე არის საინტერესო, სანამ ორივეს თავის ადგილი აქვს. როგორც კი კომპიუტერი ადამიანს უთანაბრდება, მალევე გადაასწრებს. ესაა ამ სამყაროს ძირითადი მოტივი. ეპიზოდიდან ეპიზოდამდე გმირების ნაწილი უფრო და უფრო “რთულდება” და იხვეწება. მათი ხელოვნური ინტელექტი ისეთ კითხვებს სვამს, რომლებზეც პასუხები მათ შემქმნელებს აღარ აქვთ. დოლორესი (ევან რეიჩელ ვუდის გმირი) ერთ-ერთი პირველი ქმნილებაა, რომელიც ველურ დასავლეთში მასპინძლობს ჩამოსულებს. მისი ინტელექტი მინიშნებების კვალდაკვალ ისეთ სიღრმეებს იძენს, რომ ყველაზე საინტერესო ანდროიდ-რობოტ-ადამიანს ქმნის. მას არსაიდან მოსული ხმები ესმის, ხედავს კადრებს, რომლებიც წესით არ უნდა ახსოვდეს და გრძნობს იმაზე მეტს, ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული.
აჯანყება ადამიანების წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ წინა წინადადება კარგად ჟღერს, ბოლომდე მაინც ვერ გამოხატავს სერიალის იმ ნაწილის სულისკვეთებას, რომელიც სიუჟეტურად უფრო დატვირთულია, ვიდრე დასაწყისი. რა თქმა უნდა, იდეალური სამყარო ნელ-ნელა რღვევას იწყებს. ვინ დარჩება მომავალში?! ის ვინც, წარსული და აწმყო შექმნა, თუ ის ვინც აწმყოში გაიმარჯვა და თავისებური მომავლის შექმნა სურს?
ეს კაცობრიობის ურთულესი საკითხია. თუ ადამიანმა მოახერხა და ღმერთზე გაიმარჯვა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ადამიანის მიერ შექმნილმა არსებამ იგივე გაიმეოროს. სერიალის შემქმნელები დაახლოებით ასეთ სიღრმისეულ ფონს აძლევენ სიუჟეტის მთავარ ღერძს.
ეს ტექსტი ჯგუფ Rage Against the Machine-ის (საგულისხმო სახელი აქვს, არა?!) Testify-დან არის. მომენტი, როდესაც ადამიანები აკონტროლებენ თავიანთი შექმნილების ცხოვრებას; როდესაც ვიღაცის ცხოვრების წესი ერთი რთული ალგორითმია და მასში ცვლილებების შეტანაზეა დამოკიდებული სხვების ბედი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბერნარდი (ჯეფრი რაიტის გმირი), რომელიც იდეალურად ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას. მისი ინტეგრაცია რობოტებთან უმნიშვნელოვანესია. ის არის მთავარი ნარატორის მარჯვენა ხელი, რომელიც ყველა დეტალს ასწორებს და ქმნის სამყაროს, საიდანაც მასპინძლებს და სტუმრებს გამოსვლა არ უნდათ. “ველური დასავლეთის სამყარო” ისეთი ცდუნებაა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლის აღქმას, ვეღარ ხვდები, რომელია უფრო რეალური: ის, რაც გარეთ დატოვე თუ მეცხრამეტე საუკუნის სიმულაცია. “კაცი შავებში” (ედ ჰარისის გმირი) ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო გმირია. იგი 30 წლის განმავლობაში იკვლევს ამ ერთი დიდი ლაბირინთის ისტორიას, ჩახლართულ-გაუვალ ნაწილებს და იმის იმედი აქვს, რომ თამაშს "დახურავს", სამყაროს ცენტრს მიაგნებს. თქმულების მიხედვით, ლაბირინთის გასაღები ცენტრშია და მისი პოვნის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება, ამოცანა ამოიხსნება.
როგორც აღმოჩნდა, რობოტებიც ტირიან. ეს მათი გაადამიანურების კიდევ ერთი საფეხური კი არ არის, ეს იმ ტკივილის განცდაა, რომელიც წესით არ უნდა არსებობდეს. ყოველი ახალი დღე მათთვის პირველი უნდა იყოს. ინტელექტი და გრძნობები ისე იხლართება ერთმანეთში, რომ შეუძლებელია რეალობის მარტივად გაშიფრვა. დგება დრო, როდესაც შექმნილებს შემქმნელების მიმართ სამართლიანი ბრაზი უჩნდებათ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სერიალის არაჩვეულებრივი მუსიკა. მიუხედავად იმისა, რომ საკულტო სიმღერების ნეოკლასიკური ქავერები The Leftovers-შიც მოგვისმენია, აქაური თვითმართვადი პიანინო სულ სხვა განზომილებაა. ველურ დასავლეთში სტუმრებს ხან Radiohead-ის, ხან Soundgarden-ის და ხანაც Cure-ს მუსიკა ესმით. ესეც საინტერესო ბმულია: როდესაც აწმყოდან მიდიხარ წარსულში განსხვავებული ინტერპრეტაციით, იქაური წესების გათვალისწინებით.
და ბოლოს,
ავიღოთ მეტაფიზიკა გემოვნებით, დავამატოთ სექსი და ძალადობა, შევინარჩუნოთ ინტრიგა სეზონის ბოლომდე და გარანტირებულად საინტერესო სანახაობა გველის. სცენარისტები ცდილობდნენ, რომ ყველა საიდუმლო არ გაგვანდონ. სიმართლის ნაწილ-ნაწილ მოწოდებით სიუჟეტის ტემპი ეცემა. მხოლოდ მეშვიდე ეპიზოდი (Trompe L'Oeil) გადადის დაგეგმილიდან სხვა რელსებზე, ე.წ. გაურკვევლობა სეზონის ბოლომდე. სხვადასხვა დროითი ფაქტორებიც ჩნდება. ეს აუცილებელი იყო როგორც სეზონის, ასევე სერიალის სულ სხვა სიმაღლეზე ასაყვანად. საბედნიეროდ, სცენარისტებმა ეს შეძლეს და მაყურებელი ბოლომდე მიაჯაჭვეს ეკრანს. სეზონის დასრულების შემდეგ კი საფიქრალი დაუტოვეს. ჩვენ კიდევ 2018 წლამდე მოგვიწევს მოცდა ახალი ველური სამყაროს სანახავად. სად განვითარდება მოვლენები, ველურ დასავლეთში თუ მის საპირისპიროდ - ეს ჯერ შემქმნელების გარდა არავინ იცის.
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
კომენტარები