ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის დიალოგსა და კომპრომისზე საუბრობენ. ამის შესახებ მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის, ხელისუფლებისა და ელჩების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა.

"მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთელვის შემდეგ დგება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგები დადგება. კომპრომისის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა ქვეყნის იმედზე და კრიმინალური ქმედების თანამონაწილეობით", — განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის.