თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰალუსი აკარმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქი სამხედროები რუსეთთან ერთად მთიან ყარაბაღში სამშვიდობო პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო პროცესში თურქეთი ერევნისა და ბაქოს თანხმობის გარეშე მონაწილეობას ვერ მიიღეს და ეს საკითხი არც განხილულა. მისივე განცხადებით, პროცესში მხოლოდ რუსი სამშვიდობოები იქნებიან ჩართული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით არავითარი თურქული სამშვიდობო მისია არ გაემგზავრება. როგორც ის განმარტავს, თურქი დამკვირვებლების მობილობა აზერბაიჯანში მონიტორინგის ცენტრის მდებარეობით იქნება შეზღუდული.

მისივე თქმით, თურქეთის თავდაცვის მინისტრი თავის განცხადებაში მხოლოდ მონიტორინგის ცენტრს გულისხმობდნენ, სადა რუსი და თურქი სპეციალისტები იმუშავებენ.

9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: