წელიწადი სრულდება, რაც მსოფლიო ახალ სამყაროში, ახალ პირობებში ცხოვრობს და კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე ქუჩაშიც პირბადით შემოსილები დავდივართ. ვიცავთ ჰიგიენას ყველა შესაძლო მეთოდით. მაგრამ, შეუძლებელია მთელი დღე ხელთათმანებით ყოფნა და ხშირად გვიწევს საჯარო ადგილებში კარის სახელურთან, ფულთან, ბანკომატის ღილაკებთან და ონკანებთან შეხება. სანიტაიზერი არ არის აუცილებელი სითხე იყოს — ეს შეიძლება იყოს მექანიზმიც, რომელსაც მიჰაუსში ნახავთ. ეს არის წყლის შემრევი ონკანი გრძელი ბერკეტით. მისი გახსნა და რეგულირება მოუხერხებელი იდაყვითაც კი მარტივად შესაძლებელია.

ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი ითვალისწინებს პანდემიის პერიოდს და მომხმარებელს სოლიდურ ფასდაკლებას სთავაზობს წყლის ჰიგიენურ შემრევებზე. ფასდაკლების აქცია დაწყებულია და 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ეს ტექნოლოგია, ანუ გრძელბერკეტიანი ონკანი, დიდი ხანია, რაც კლინიკების საოპერაციო ბლოკებშია დანერგილი. ქირურგები და სხვა მედპერსონალი საოპერაციო მაგიდასთან მისვლამდე სწორედ ასეთ ონკანებს იყენებენ ხელის დასაბანად.

პანდემიის პირობებში ასეთი ონკანების გამოყეენება სასურველია ოფისებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში. ეს არის სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის საუკეთესო საშუალება.

მიჰაუსში წყლის შემრევების დიდი არჩევანია და სახლისთვის, ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ონკანს იპოვით სამზარეულოსა და აბაზანისთვის, თუმცა, პანდემიის პირობებში ე.წ. ჰიგიენური შემრევის მონტაჟი საჯარო სივრცეებშიც საჭიროა და რეკომენდებულიც.

თუ პანდემიის გამო ერიდებით გარეთ გასვლას, ჰიგიენური შემრევი ინკანის შეძენა მიჰაუსის ონლაინ მაღაზიაშიც შეგიძლიათ. ონლაინ შეძენისას ამომწურავ კონსულტაციას გაგიწევენ მიჰაუსის კვალიფიციური კონსულტანტები.