ტრანსგენდერმა ფილიპინელმა ქალმა არიელ კეილმა ისტორია დაწერა მას შემდეგ, რაც ის პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელმაც მის ინტერკონტინენტალ ახალი ზელანდია 2020-ის ტიტული მოიპოვა.

26 წლის არიელ კეილი ფილიპინებში დაიბადა, როგორც ბიჭი, სახელად ენდრიუ, თუმცა ის ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, გაიზარდა, წელს კი გენდერის ცვლილების ოპერაცია გაიკეთა.

ამ უმშვენიერესმა ნოვატორმა, რომელიც მის ახალი ზელანდიის სილამაზის კონკურსში მონაწილე პირველი პოსტ-ოპერაციული ტრანსგენდერი ქალია, თქვა:

"სილამაზის კონკურსი წარმოუდგენელი გამოცდილება იყო! ეს ისაა, რისი გაკეთებაც ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, ამიტომაც ოცნების ახდენა თავბრუდამხვევი იყო!"

არიელმა, რომელიც მოდის დიზაინს სწავლობს, თქვა, რომ საკუთარი თავის ტრანსგენდერ ქალად გამოცხადება გაცილებით უფრო "შემაშინებელი" იყო, ვიდრე ხალხისთვის იმის თქმა, რომ ის გეი კაცია.

ფოტო: arielle.keil / Instagram

ფოტო: arielle.keil / Instag

არიელმა განმარტა, რომ იმის მიუხედავად, რომ იცოდა, როგორ შეიცვლებოდა ხალხის წარმოდგენა მასზე, მან მაინც გადაწყვიტა, ღიად ტრანსგენდერი გამხდარიყო, რათა მოგვიანებით ცხოვრებაში არ ენანა:

"ჩემი ცხოვრების საწყისი წლები უკვე გავატარე არასწორი გენდერით, ამიტომ არ მინდოდა, ჩემი ოციანებიც არასწორ სხეულში გამეხარჯა. ასე ფიქრი დამეხმარა, მშობლებისთვის სიმართლე გამეცხადებინა, რადგან ვიცოდი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი რეაქცია, ეს ის იყო, რაც საკუთარი თავისთვის მჭირდებოდა".

26 წლის არიელმა გენდერული ტრანზიცია 2017 წელს დაიწყო. ოჯახმა მას მხარი არ დაუჭირა და სახლიდან გააგდო. როდესაც არიელის მშობლებმა გაიგეს, რომ ის ჰორმონულ მკურნალობას გადიოდა, ორი არჩევანი მისცეს: გაჩერებულიყო ან სახლი დაეტოვებინა.

ფოტო: arielle.keil / Instagram

ფოტო: arielle.keil / Instagram

იმ ღამით არიელმა შავ სანაგვე პარკში ჩაალაგა ყველაფერი, რაც გააჩნდა, და სახლი დატოვა.

სილამაზის კონკურსებში ტრანსგენდერი ქალების გამარჯვება უპრეცედენტო არ არის. ანგელა მარია პონჩე კამაჩო გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც 2018 წელს მის ესპანეთის ტიტულის შემდეგ მის მსოფლიოზე მიიღო მონაწილეობა. მანამდე არიელის ერთ-ერთმა გმირმა, ჯენა ტალაკოვამ, 2012 წელს ხანგრძლივი ლეგალური ბრძოლა მოიგო, რომელმაც მას მის კანადის სილამაზის კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცა.