თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ამ დროის ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ On.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.

"თამარაშვილზე ხანძარი ლოკალიზებულია, მობილიზებულია ოთხი სახანძრო სამაშველო მანქანა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი", — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.