ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივენთ-კომპანიები დაემატა პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიქტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ეხმარება.

თურნავას თქმით, შეტანილი ცვლილებების შედეგად, ივენთკომპანიები შეძლებენ, ჩაერთონ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში და 12 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირება მოხდება.

"ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ამ ტიპის საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, ჩაერთონ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში და თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით ბანკებთან, იქნება ეს არსებული სესხების რესტრუქტურირება თუ ახალი სესხების მოზიდვა, ამავდროულად ამ კომპანიებს დავუსუბსიდირებთ 12 თვის განმავლობაში ბანკის პროცენტს, რაც შეარბილებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს", — განაცხადა ნათია თურნავამ.