Doctor Who-ის მე-13 სეზონში მხოლოდ 8 ეპიზოდი იქნება. სერიალის მიმდინარე პროდიუსერმა კრის ჩიბნელმა გადაწყვიტა, Doctor Who-ს განსხვავებულად მიუდგეს. ის მთავარ აქცენტს სერიალის ხარისხზე აკეთებს, ამიტომაც გადაწყვიტა, ეპიზოდების რაოდენობა შეემცირებინა. ეს პოტენციურად მსახიობების გამოცდილებას უფრო ნაკლებად ინტენსიურს გახდის, რაც, იმედი გვაქვს, იმას ნიშნავს, რომ ჯოდი უიტეკერი მეცამეტე დოქტორის როლში უფრო დიდხანს დარჩება.

თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ Doctor Who-ზე კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ სერიალზე მუშაობა სოციალური დისტანცირების ზომების გამო გადაიდო. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალის მე-13 სეზონის გადაღებები შეზღუდვების მიუხედავად მაინც დაიწყო. ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ, სამწუხაროდ, ახალ სეზონში მხოლოდ 8 სერია იქნება.

"ამ მეტად უცნაურ წელს Doctor Who-ს გუნდმა სასწაულები ჩაიდინა, რათა შოუზე მუშაობა განახლებულიყო. Doctor Who-ს შექმნის კომპლექსურობისა და კოვიდის ახალი და სასტიკი სამუშაო პროტოკოლების გათვალისწინებით ჩვენ უფრო მეტი დროის დახარჯვა მოგვიწევს თითოეული ეპიზოდის გადასაღებად, ამიტომაც ველით, რომ ჩვეული 11-ის ნაცვლად რვა ეპიზოდით დავასრულებთ [ამ სეზონს]", — განმარტა ჩიბნელმა.

ჯერჯერობით უცნობია, სერიების ამ რაოდენობაში შედის თუ არა Doctor Who-ს ტრადიციული სპეციალური ეპიზოდი.

ეს ამბავი სერიალის ბევრ ფანს იმედებს გაუცრუებს, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ის მეტ-ნაკლებად გასაგები უნდა იყოს. სერიალზე მუშაობა დაახლოებით 10 თვეს გაგრძელდება, ამიტომაც მის პრემიერას 2021 წლის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ.

"გვერწმუნეთ, ის ამბიცია, იუმორი, გართობა და შიში, რომელსაც Doctor Who-სგან ელით, ისევ ძველებურად თავის ადგილას იქნება. ეს პერიოდი ყველასთვის ძალიან რთულია, თუმცა დოქტორი გამოწვევებს არასდროს უფრთხის", — განაცხადა ჩიბნელმა.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…