ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, სახელმწფიო ვალი, რომელიც საერთაშორისო მონეტარული ფონდთან არის შეთანხმებული, მშპ-ის 60%-ის მიდამოებში იქნება.

"60%-ის მიდამოში იქნება. სავალუტო ფონდის დარწმუნება იმიტომ, რომ ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა და განსაკუთრებით ადეკვატური და მნიშვნელოვანია კრიზისების დრო. მათ კარგად იციან და კარგად გაიაზრეს, თუ რა მასშტაბთან გვაქვს საქმე მსოფლიოში. არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები, მათ იციან, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების გაზრდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა დეფიციტის გაზრდა", — თქვა მაჭავარიანმა.

მთლიანი შიდა პროდუქტის 60% არის ის ნიშნული, რომელიც საგარეო ვალის აღების კუთხით საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით კრიტიკულ ზღვრად არის მიჩნეული.