დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რამდენიმე ვაქცია დამაიმედებელ შედებებს იძლევა და შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს მასიური წარმოება, თუმცა, გაზაფხულამდე მათ საქართველოში ვერ მივიღებთ.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე არის მონაწილე გლობალურ ფონდში შექმნილი სპეციალური ჯგუფის. წინასწარ თანხაც გადახდილი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ, როცა შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინების იმ ქვეყნების გარე დისტრიბუცია, რომელიც თვითონ არიან მწარმოებლები... ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთ ქვეყნებში ექნებათ და მერე გავა მსოფლიოში. ჩვენ რიგში ვართ და მოდით, ვიყოთ რეალისტები, ეს, ალბათ, გაზაფხულზე ადრე არ იქნება", — განაცხადა მან მაესტროს ეთერში.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: