არ მაქვს ინფორმაცია — გიორგი ვაშაძე "თითქმის მომზადებული" მოლაპარაკებების ჩაშლაზე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსთან "თითქმის მომზადებული" მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ენმ-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა.
"არ ვიცი კონკრეტულად რაზეა საუბარი. მე ვარ დიალოგის მოლოდინში, იმიტომ, რომ ჩვენ ოპოზიციამ განვაცხადეთ მზაობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რაზე არის საუბარი. ალბათ, გვექნება შესაძლებლობა კომუნიკაციის, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ, რაზეა საუბარი", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა მოლაპარაკება ჩაშლილი, ვაშაძე პასუხობს:
"არა, არ მგონია, რომ ჩაშლილია. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს და მგონია, რომ მოლაპრაკებები შედგება".
სხვა ოპოზიციური პარტიები ამავე თემაზე:
- სამწუხაროა, თუ ჩანიშნული იყო და ოპოზიციურმა პარტიებმა არ იცოდნენ — ხაზარაძე მოლაპარაკებებზე
- შეიძლება საუბარი იყო დიალოგის შესახებ, მაგრამ თუ დიალოგი იყო და ვინმემ ჩაშალა, მე, ალბათ, გავიგებდი — ხვიჩია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ოპოზიციის "თითქმის მომზადებული" მოლაპარაკებები ჩაიშალა. ასე უპასუხა მან კითხვას, რითი იყო განპირობებული მისი განცხადება.
"ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ, ჩაიშალა", — განაცხადა ვაშაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ნაწყვეტი ტელეკომპანიამ წინასწარ გამოაქვეყნა.
მან არ დაასახელა დიპლომატები, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ამის ნებართვა არ აქვს. თუმცა, მისი თქმით, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქოდნა.
"რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს შველის. ყველა დამნაშავე არის, აბსოლუტურად.
როგორც დიპლომატიური პროცესი იწყება, ისე უნდა დაიწყოს. არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, მედიატორები, ფასილიტატორები, თუ გნებავთ", — განაცხადა ვაშაძემ.
10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადებას კრიტიკა მოყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.
ვაშაძემ თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტებები გაავრცელა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
"დამატებით განვმარტავ:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", — წერს ვაშაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე, გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები