საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2021 წელს პანდემიის ეფექტის გავლენის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,3% იქნება.

რაც შეეხება წინა ანგარიშს, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტი იყო, მისი შემცირება კი, IMF-ის განცხადებით, გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან.

"ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება. საშუალო ვადაში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელია და 5¼ პროცენტს შეადგენს. ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, პროდუქტიულობას გაზრდის და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

ამასთან, IMF-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში "ტურიზმის შოკი" დიდხანს გასტანს და 2019 წლის დონეს ტურიზმის შემოსავლები მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.