გავასაჩივრებ და იმედია, მერე მაინც ვიპოვი სამართალს — მიხაილო თოდუა
მუსიკოს მიხაილო თოდუას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობის ვადა გაეზარდა, გაასაჩივრებს. თავდაპირველად, პრობაციის ბიურო მიხაილოს თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა, როგორც მუსიკოსი ამბობს, სასამართლო პროცესზე უწყებამ მეორე მოთხოვნა — შინაპატიმრობის ვადის გაზრდა დააყენა.
"სასამართლომ, ამ ორიდან რომელიმე აირჩიეთო. ჩვენ არც ერთი არ ავირჩიეთ, რა თქმა უნდა და სასამართლომ გადაწყვიტა, ცოტათი დამსაჯოს და კიდევ ორი საათი მომაკლო იმ 12 საათიდან. არც განხილულა წესიერად, ისევე ბუნდოვნად დარჩა, როგორც იყო. ვაპირებთ, გავასაჩივოთ და იმედია, მერე მაინც ვიპოვი სამართალს, თუ არა და, გავა ეს წელიწადი და ათი თვე და დამანებებენ თავს", — განაცხადა მიხაილო თოდუამ სასამართლო სხდომის შემდეგ.
დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა, თუმცა მას დღის განმავლობაში გარეთ ყოფნის დრო 2 საათით შეუზღუდა.
გუშინ, 10 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ პრობაციის სამსახურმა მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვა. მუსიკოსის თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.
მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.
შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.
გაიგე მეტი:
- პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
- მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება — EMC
- მინდა ვიწანწალო — ნახევრადთავისუფალი მიხაილო
- პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
კომენტარები