სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას მიხაელოსთან დაკავშირებით EMC გაასაჩივრებს. ამის შესახებ, EMC განცხადებას ავრცელებს.

"EMC აგრძელებს მიხაილოსთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას და სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", — წერს ორგანიზაცია.

მუსიკოსი მიხაილო კვლავაც რჩება შინაპატიმრობის რეჟიმში, თუმცა სასამართლომ მას დაუმძიმა შინა პატიმრობის წესები და თუკი აქამდე იგი ვალდებული იყო, საცხოვრებელ ადგილას ყოფილიყო 21:00-საათიდან 08:00 საათამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 19:00-საათიდან 08:00 საათამდე განესაზღვრა შინ ყოფნის ვადად.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

გეიგე მეტი: