მიხაილო თოდუა ციხეში არ დაბრუნდება, თუმცა შინაპატიმრობის დრო დღე-ღამეში 2 საათით გაუზარდეს
სასამართლომ მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვა არ დააკმაყოფილა, თუმცა მას შინაპატიმრობის ვადა ორი საათით გაეზარდა.
მუსიკოსი ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ ისჯება და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.
"თვითონ პრობაციამ წარადგინა მეორე მოთხოვნა. ერთი ის, რომ ითხოვენ ჩემს შებრუნებას და მეორე, რომ შემიმცირონ თავისუფლების პერიოდი. სასამართლომ, ამ ორიდან რომელიმე აირჩიეთო, ჩვენ არც ერთი არ ავირჩიეთ, რა თქმა უნდა, და სასამართლომ გადაწყვიტა, ცოტათი დამსაჯოს და კიდევ ორი საათი მომაკლო იმ 12 საათიდან. არც განხილულა წესიერად, ისევე ბუნდოვნად დარჩა, როგორც იყო. ვაპირებთ, გავასაჩივოთ და იმედია, მერე მაინც ვიპოვი სამართალს, თუ არა და გავა ეს წელიწადი და ათი თვე და დამანებებენ თავს", — განაცხადა მიხაილო თოდუამ.
ადვოკატის განმარტებით, პრობაციის სააგენტო თავდაპირველად ითხოვდა თავისუფლების აღკვეთას, თუმცა შემდეგ გადაადგილების დროის შეზღუდვა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მიხაილო თოდუას საღამოს 19:00 საათიდან სახლიდან გასვლა აკრძალული აქვს.
"ასეთი წარდგინებები არ ხდება ხოლმე. მოლოდინი არსებობს იმის, რომ პრობაციის ბიურო ჩამოყალიბებული იყოს მინიმუმ იმ აზრში, როგორც უნდა, რომ მოხდეს, მინიმუმ, პოზიცია უნდა ჰქონდეს მყარი. ჩვენ ვამბობდით, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს არც ერთი ალტერნატივა, რადგან მისი ქმედება იყო კანონიერი. 28 შემთხვევა იყო სულ, 26-ჯერ მიმართა პრობაციის სააგენტოს, იღებდა ნებართვას სახლიდან გასვლაზე და მუშაობაზე. 27-ე და 28-ე იყო იდენტური, როგორც დანარჩენი 26, თუმცა რატომ მოხდა ისე, რომ გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიჩნიეს არასაპატიოდ და დანარჩენი საპატიოდ, გაუგებარია", — განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ.
მისივე თქმით, რადგან მუსიკოსი უკვე ნებართვის აღების შემდეგ იგებს, რომ მისი ქმედება არასაპატიოა, პრობაციის სააგენტომ ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე გააკეთოს და კვლავ სასამართლოში მოუწიოთ სიარული.
გუშინ, 10 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ პრობაციის სამსახურმა მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვა. მუსიკოსის თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.
მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.
შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.
გაიგე მეტი:
- პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
- მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება — EMC
- მინდა ვიწანწალო — ნახევრადთავისუფალი მიხაილო
- პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები