წელს საშობაო სეზონი კოკა-კოლამ გახსნა და უკვე შეგიძლიათ, 11 ნოემბრის დილა საახალწლო განწყობით დაიწყოთ. კომპანიის საშობაო რეკლამებს 100 წელი შეუსრულდა, მისი ახალი კამპანია კი მთლიანად 2020 წელზეა მორგებული.

ახალი კამპანიის სახელი "წერილია", რომლითაც კოკა-კოლა მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ამ არდადეგებზე გარშემომყოფები გაახარონ იმით, რაც მხოლოდ მათ შეუძლიათ — საკუთარი თავით და მათ გვერდით ყოფნით.

რეკლამა, რომელიც ლონდონში მდებარე Wieden+Kennedy-ის ეკუთვნის, ოჯახური კადრით იწყება — მამა სამსახურში წასასვლელად ემზადება, ამ დროს კი შვილი სანტა-კლაუსისთვის გადასაცემ წერილს აწვდის.

ვიდეო-რგოლის ავტორი ოსკაროსანი ტაიკა ვაიტიტია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საშობაო რეკლამების სეზონი ახალზელანდიელმა რეჟისორმა საკმაოდ ემოციურად დაგვაწყებინა.

სწორედ პანდემიის გამო, წელს კომპანია ცნობილი, მუსიკალური სატვირთოების ტურს აუქმებს და კორონავირუსის გამო, მოქალაქეებს საშობაო არდადეგებზე სახლში დარჩენას ურჩევს.