პომპეოსგან არ ველოდები, რას შვებით ბიჭებო, იქნებ სანამ ნაცმოძრაობა არ გაიმარჯვებს, ვატაროთ არჩევნებიო — ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან არაერთ სერიოზულ საკითხს და არა მარტო არჩევნებს განიხილავენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში.
"გავიმეორებთ, ალბათ, იმას, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ელჩის სახით უკვე განაცხადა, ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა. რომ არჩევნები იყო ჩატარებული ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში. მე საკითხების ამ კუთხით განხილვას არ ველოდები, რომ რას შვრებით ბიჭებო, რას აპირებთ, იქნება შევცვალოთ ეს და სანამ არ გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა, იქამდე ვატაროთ და ვატაროთ არჩევნებიო. ასეთი გულუბრყვილო შეხედულებები უნდათ მოახვიონ თავს საზოგადოებას", — განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია მძიმე ეკონომიკური ვითარებით რეგიონში და არასტაბილური ურთიერთობა მსოფლიოში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისს 17-18 ნოემბერს ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები