როგორც ძველი ანდაზა ამბობს, ადამიანები ხშირ შემთხვევაში ღვინოს მოგაგონებთ, რადგან დრო გადის - ისინი კი კიდევ უფრო მომხიბლავები ხდებიან. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი 61 წლის მოდელი, იასმინა როსია, რომლის გრძელი, თეთრი თმა და დახვეწილი სხეული ბევრი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა. სწორედ ამიტომ, მას აქტიურად იწვევენ სხვადასხვა კამპანიების სახედ.

გამონაკლისები რა თქმა უნდა არც კაცები არიან, ამიტომ გთავაზობთ სიას, რომელთა ნახვაც ასაკის შიშს გაგიქარწყლებთ, რადგან მათმა უმრავლესობამ მოდელობა საკმაოდ გვიან, 45 და მეტი წლის ასაკიდან დაიწყო. მაგალითად ფილიპე დიუმა 60 წლის იყო როდესაც პირველი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა.

და რადგან ხშირად სხვისი მაგალითი, საუკეთესო მოტივაცია არის, იქნებ მათ გავლენა ჩვენზეც მოახდინოს.

ენტონი ვერაჩია, 53 წლის

ფოტო: anthony.varrecchia

ერიკ რეზერფორდი

ფოტო: mr.rutherford

მარკ რეი, 57 წლის

ფოტო: boredpanda

ფილიპე დიუმა, 60 წლის

ფოტო: Philippe Dumas

რონ ჯეკ ფოლი

ფოტო: to_ron_to

ენდრიუ ვან ნორდი, 51 წლის

ფოტო: nextmanagement

პოლ მეისონი, 52 წლის

ფოტო: paulmasonmodel

რა თქმა უნდა სიცოცხლის ბოლომდე ფორმაში ყოფნა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა იმისათვის რომ ნებისმიერ ასაკში თავი კომფორტულად იგრძნოთ და დაბერების პროცესი ნაკლებად გაშინებდეთ, მხოლოდ კარგი გენეტიკის იმედზე ნუ იქნებით. აუცილებელია გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი სტილი და იმაზე მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეს ვიდრე აქამდე უთმობდით.