ლომჯარია: უგულავას მიმართვა ჟურნალისტებისადმი არაეთიკური იყო, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია
სახალხო დამცველის, ნინო ლომაჯარიას განცხადებით, ცესკოსთან აქციაზე ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმედის ჟურნალისტების მიმართ არაეთიკური იყო, თუმცა გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების ფარგლებს არ გასცდენია. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში რეაგირება ექნებოდათ.
"სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და ცდება პოლიტიკური ეთიკის და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს. [...]
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშაობას!" — აცხადებს ლომჯარია.
8 ნოემბერს ცესკოსთან აქციის დროს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა იმედის ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და მას ხმამაღლა მიმართავდა.
"იცი რა მაინტერესებს, გარეჯი აღარ არის საქართველო? რატო მოხსენი ეკრანიდან? მაგისთვის ორი კაცი გყავთ დაჭერილი და შენ პასუხისმგებელი ხარ მაგაზე. შენი ბინძური პროპაგანდით ხარ პირადად პასუხისმგებელი. ეს არის თქვენი სახე. მოიყვანთ აქ თქვენს პროვოკატორს, რაღაცას ისვრის და მერე უიმე და რაღაცა", — უთხრა უგულავამ ჟურნალისტს.
ტელეკომპანია იმედში აცხადებენ, რომ ცესკოსთან აქციაზე მათი ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ პირდაპირი თავდასხმა განხორციელდა. გარდა ამისა, ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ანუკი გუმბერიძეს, რომელსაც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ყელში სწვდა და მის დახრჩობას ცდილობდა. განცხადებაში საუბარია ჟურნალისტი ქეთი ფირცხალაძის მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე:
"გიგი უგულავა ჟურნალისტ რუსა შელიას ლამის ფიზიკურად გაუსწორდა და აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, თავისი ქცევით წაახალისა, რომ მომხდარიყო ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტზე".
როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მათ ჟურნალისტებზე ზეწოლა ბოლო პერიოდში გახშირდა.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები