"ურთიერთგამომრიცხავი განცხადების შეფასება ძალიან მიჭირს", — ასე შეაფასა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფაერიძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

"ოთხი პარტია შევჯერდით განცხადების ირგვლივ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ცესკოს შედეგები ჩვენთვის პრაქტიკულად გაყალბებული შედეგებია, აქედან გამომდინარე, ვაპირებთ იგივე კურსი გავაგრძელოთ, არ ვაპირებთ პარლემენტში შესვლას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და მზად ვართ ამასთან დაკავშირებით დიალოგზე. ამასთან მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს რაიმე ფიზიკურ კონტაქტს პოლიციელბთან, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე პროვოკაციები, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგმას მას ჩვენ გავემიჯნებით", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, თუმცა იგი ახალი არჩევნების ჩატარებას უნდა ეხებოდეს.

დღეს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი. ესენია:

  • მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  • ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი — სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  • სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
  • ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.