მეცნიერების ჯგუფი "მოჭიდების" უფრო ეფექტიან გზებს ეძებს. მათ მიერ შექმნილი რობოტი სპილოს ხორთუმს გავს, რომელიც სხვადასხვა ნივთებს ეხვევა და მსუბუქად ეჭიდება.

რობოტის დიზაინში სპილოს ხორთუმის რეალური კუნთოვანი აგებულებაა გათვალისწინებული, რაც ამ დანადგარის ნივთთან მოჭიდებას ამარტივებს. რობოტი სპეციალური ქსელური სენსორებით არის აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ მყიფე ან მარტივად მსხვრევად ნივთებს ისე შემოეხვიოს, რომ არ დააზიანოს. კვლევის მიხედვით, სტანდარტული რობოკიდურები მასზე ნაკლებად მოხერხებული და მგრძნობიარეა.

New South Wales-ის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რობოტის მოქმედების ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ როგორ ეხვევა ის სხვადასხვა ნივთებს, იქნება ეს ჩაქუჩი თუ კიტრი. მეცნიერები ამბობენ, რომ რობოტს თავის თავზე 220ჯერ მძიმე ნივთების დაჭერა შეუძლია.

მეცნიერებმა შთაგონებისთვის ბუნებრივ სამყაროს მიმართეს. მათი დაკვირვებით, გველებსა და სპილოებს საკმაოდ დიდი ძალის მიხუედავად, შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ნივთებს ძალიან მსუბუქად შეეხონ.

სტანდარტული რობოკიდურები და ადამიანების კიდურებს წააგავს. მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი, გველისმაგვარი რობოტი კი დელიკატურობით გამოირჩევა

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.