კრისტენ სტიუარტი ახალ კომედიაში საშობაო განწყობის შექმნას გვპირდება — ტრეილერი
კინომოყვარულები კარგად იცნობენ იმ ფილმებს, რომელთა ყურებაც საშობაოდ თუ წინასაახალწლო პერიოდში განსაკუთრებულად სასიამოვნოა — მათი სადღესასწაულო ატმოსფერო ჩვენს განწყობაზეც სასიამოვნოდ აისახება. თუმცა ასეთ ფილმებს შორის ცოტა თუ გაგახსენდებათ ისეთი, რომელიც LGBTQ ადამიანების ისტორიასაც მოგვითხრობს.
სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ეცდება სტრიმინგ სერვისი ჰულუ კინოსტუდია Sony Pictures-თან ერთად: მათ ერთად შექმნეს ახალი კინოსურათი Happiest Season (წლის უბედნიერესი დრო), რომელშიც მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფილმის პირველი ტრეილერი ნამდვილად სახალისო სანახაობას გვპირდება:
ფილმის სცენარის მიხედვით, კრისტენ სტიუარტი მთავარი გმირის, ების როლს ასრულებს, რომელიც საშობაოდ თავისი შეყვარებულის, ჰარპერის ოჯახთან სტუმრად მიდის, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით ადრე გაიგებს, რომ ჰარპერის ოჯახის წევრებმა მათი ურთიერთობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. სწორედ აქედან იწყება ერთდროულად სახალისო და სევდიანი მოვლენები: რეალური იდენტობის დამალვა ხშირად კომიკურ სახეს იძენს, თუმცა ამავდროულად წყვილს შორის ურთიერთობას უსაფუძვლო დაძაბულობას მატებს.
კრისტენ სტიუარტს მაყურებლების უმეტესობა ბინდის ფილმების სერიაში შესრულებული როლით იცნობს, თუმცა ბოლო წლებში მან სხვა არაერთი საინტერესო პერსონაჟიც განასახიერა ეკრანზე, მათ შორის ქვიარ ქალები ფილმებში The Runaways, Lizzie და JT Leroy.
აღსანიშნავია, რომ ეს 30 წლის ამერიკელი მსახიობი ჩილელ რეჟისორ პაბლო ლარაინის მომავალ ფილმში პრინცესა დაიანას როლსაც მოირგებს.
მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, 25 ნოემბერს ამ ახალი რომანტიკული კომედიის წლის უბედნიერესი დრო პრემიერას დაველოდოთ და სტიუარტის სამსახიობო შესრულება შევაფასოთ.
თუ გინდათ, მსგავს სიახლეებს მიადევნოთ თვალი და ზოგადად, კინოხელოვნება თქვენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდით ფილმების ჯგუფში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები