ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გაუგებარს და დამაბნეველს უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადასვლის შესახებ. ბოკერია ელოდება ოციფიალურ განცხადებას ენმ-დან.

"რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისაგან და მისი თავმჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში", — ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია და მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის იდეა არ მოსწონთ, უწევთ ეს გააკეთონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"ევროპული საქართველოს პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში", — განაცხადა ბოკერიამ.

დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ს თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

გაიგეთ მეტი: