ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, ცესკოს შენობაზე დემონსტრანტების მხრიდან "უმძიმესი შტურმი" განხორციელდა, წყლის ჭავლი ის მინიმალური ზომა იყო, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიყენეს. მისი შეფასებით, იქ "სათანადოდ" იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი.

"რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ვახსენე, ასევე, ალეკო ელისაშვილის აღიარება, რომ იყო უმძიმესი შტურმი სხვადასხვა ფორმით განხორციელებული, მათ შორის ქვების დაშენით, ღობის შენგრევით, შტურმი იყო მიტანილი ცესკოს შენობაზე, დემონსტრანტები პოლიციას ძალადობრივად და ძალისმიერად უპირისპირდებოდნენ, ასეთ დროს, ბუნებრივია თავდაცვითი რეაგირების განხორციელება სამართალდამცავი ორგანოებისგან არის ნორმალური და წყლის ჭავლი იყო მინიმალური ზომა, რომელიც იქნა გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და შესაბამისად, აქ სათანადოდ იყო დაცული თანაზომიერების, იგივე პროპორციულობის პრინციპი", — განაცხადა კობახიძემ.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა მოხდა ცესკოსთან

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 5 კლინიკებში გადაიყვანეს.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: