ახლა მელია ვუდისა და მისი მზრუნველი პატრონის, იაროსლავის, ამბავს გიამბობთ. ვუდიმ კინაღამ ვიღაცის საყელოზე დაასრულა ცხოვრება: ის ბეწვეულის ფერმაში გაზარდეს, საიდანაც შემოსავლის მისაღებად დაღუპვა ეწერა ბედად. 2015 წელს იაროსლავი გამოჩნდა და მელია ფერმიდან დაიხსნა.

ცხადია, ის მთლად თავზეხელაღებულ და თვითნებურ გმირობებზე არ წასულა, რადგან რუსეთში ზოგ ადგილას ბეწვეულის ფერმის ქონა კანონიერია. თუმცა როგორც კი იაროსლავმა ვუდი დაინახა, მას უბრალოდ არ შეეძლო უმოქმედობა. იაროსლავი ფერმის მეპატრონეებს დაელაპარაკა და ისინი დათანხმდმემ მისთვის მელიის მიცემაზე იმ თანხის სანაცვლად, რომლის მიღების მოლოდინიც ჰქონდათ მისი ბეწვის გაყიდვიდან. იაროსლავს ყოყმანი არ დაუწყია და მან ვუდი იყიდა.

ფოტო: woody_the_fox / Instagram

ფოტო: woody_the_fox / Instagram

იაროსლავთან ყოფნის პირველ დღეებში ვუდი ცოტა გაუბედავი იყო და მასთან კონტაქტი არ სურდა. საცოდავ მელას, ალბათ, გარემოს ასეთი უეცარი ცვლილება აშინებდა. თუმცა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იაროსლავმა და ვუდიმ საერთო ენა გამონახეს და დაძმობილდნენ. მელამ პირველი თვე იაროსლავის სახლში გაატარა კარანტინის გამო, რადგან მელიები ზოგიერთი დაავადების გადამტანები არიან.

ფოტო: woody_the_fox / Instagram

ფოტო: woody_the_fox / Instagram

ფოტო: woody_the_fox / Instagram

გარკვეული დროის შემდეგ იაროსლავმა ვუდის სპეციალური სამელიე აუგო გარეთ დროის გასატარებლად. ვუდიმ, რომელიც მელიებისთვის დამახასიათებელი ცრუპენტელობით გამოირჩევა, არაერთხელ გათხარა გვირაბი და ის დროდადრო ვოლიერიდან იპარებოდა კიდეც. თუმცა იაროსლავმა ხაზი გაუსვა, რომ ვუდის არ შეუძლია ტყეში დამოუკიდებლად გადარჩენა, რადგან ჩამოყალიბების პერიოდში ის სულ ფერმაში ცხოვრობდა და არსებობისთვის საკვანძო უნარ-ჩვევები არ უსწავლია.

ფოტო: woody_the_fox / Instagram

ფოტო: woody_the_fox / Instagram

ფოტო: woody_the_fox / Instagram

დღეს უკვე ვუდი ძალიან კარგად გრძნობს თავს და ცხოვრებით კმაყოფილია. ის მხოლოდ ბუნებრივ პროდუქტებს ჭამს, მაგალითად, ხორცს, ხაჭოს, ხილსა და ბოსტნეულს. მისი საყვარელი სასუსნავი ხურმაა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საკმაოდ გასაოცარია, რომ მელიამ შინაურობაში ასე ბედნიერად ცხოვრება მოახერხა, რადგან ისინი, როგორც წესი, შინაური ცხოველები არ არიან და ასეთ გარემოს ვერ ეგუებიან. იაროსლავის თქმით, ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ჩანს. ის ამბობს, რომ ეს ურჩი კატისა და ძაღლის ერთდროულად ყოლას ჰგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა მას, რომ მელიაზე ზრუნავს და მას ახალი ცხოვრება მისცა.

ფოტო: woody_the_fox / Instagram