სტივენ კინგმა დონალდ ტრამპს "საცოდავი, უმწიფარი ნაბიჭვარი" უწოდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიმდინარე პრეზიდენტმა არჩევნების აღიარებაზე უარი თქვა.

ტრამპი 7 ნოემბერს 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულად გამოცხადდა, როგორც კი ჯო ბაიდენმა პენსილვანია მოიგო და პოსტის დასაკავებლად საჭირო 270 ხმა დააგროვა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის მიმდინარე ლიდერმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა:

"ყველამ კარგად ვიცით, რატომ ჩქარობს ასე ძალიან ჯო ბაიდენი, რომ ცრუ გამარჯვებული გამოჩნდეს, და რატომ ცდილობს მისი მოკავშირე მედია ასე ძალიან მის დახმარებას: მათ არ სურთ, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს. სიმართლე კი ისაა, რომ არჩევნებს დამთავრებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია".

გუშინ, 9 ნოემბერს, ტრამპის კამპანიამ ასევე განაცხადა, რომ ის დაიწყებდა "საქმის საჩივარს, რათა დარწმუნდეს, რომ არჩევნების კანონები ბოლომდე დაცული იქნა და პოსტს ღირსეული გამარჯვებული დაიკავებს".

8 ნოემბერს, კინგმა პრეზიდენტს ტვიტერზე მიმართა: "შენ დამარცხდი, შე საცოდავო, მედიდურო, უმწიფარო ნაბიჭვარო. აღიარე და გაა*ვი".