ეს განცხადება ნიშნავს სომხეთის დანებებას, დასრულდა მრავალწლიანი ოკუპაცია — ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საკუთარ ტვიტერზე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას აღნიშნავს და ამბობს, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.
"ეს ისტორიული დღეა. დასრულებულია სომხეთ-აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ამ განცხადებას აქვს ისტორიული მნიშვნელობა! ეს განცხადება ასრულებს მრავალწლიან ოკუპაციას! ეს განცხადება არის ჩვენი დიდებული გამარჯვება", — აცხადებს ალიევი.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, თუ რას მიაღწია აზერბაიჯანმა ამ განცხადებით
"მივაღწიეთ, რომ სომხეთი იძულებული გახდა დაებრუნებინა აღდამი, ლაჩინი, ქალბაჯარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანია საკითხია ნახიჩევანთან კომუნიკაციის პირობები, რომელიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით დაემატა", — აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
ამასთან, ალიევი აცხადებს იმასაც, რომ აღნიშნულ განცხადებაში არს არის საკითხი მთიანი ყარაბაღის სატუსის შესახებ.
ასევე, ტვიტერით ავრცელებს პოსტს, რომ ბედნიერია მიღებული გადაწყვეტილებით და ბედნიერია, რომ ეს სიახლე საკუთარ ხალხს აცნობა.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 9 ნოემბრის ღამით მოწერეს. შეთანხმების ფრაგლებში მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან.
"ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე დეკლარაციას პირველი საათიდან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ. დეკლარაციის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა უკიდურესად მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე მივიღე. ასევე, რწმენით, რომ ეს საუკეთესო შესაძლო შედეგია. ამ ყველაფრის შესახებ უახლოეს დღეებში მივმართავ ერს. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ დამარცხებაც არ არსებობს, სანამ საკუთარ თავს არ თვლი დამარცხებულად. ჩვენ თავს არასოდეს ვცნობთ დამარცხებულებად და ეს უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის ამოსავალი წერტილი", — განაცხადა ფაშინიანმა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოსკოვის დროით 10 ნოემბერს 00:00 საათიდან ამოქმედდება.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა. ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.
DW.com-ის ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტისას სომხეთის მხრიდან 974 სამხედრო და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპული სამხედროების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ბაქო აცხადებს, რომ მათი მხრიდან 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
კომენტარები