რუსეთი ყარაბაღში "სამშვიდობოებს" შეიყვანს — რა წერია დეკლარაციაში, რომელზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს
სომხეთმა და აზერაიჯანმა, რუსეთთან ერთად, ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა. მალევე, Twitter-ზე გამოქვეყნდა სრული დოკუმენტი, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. აქ არ ჩანს ხელმოწერები, თუმცა მითითებულია სამივე ქვეყნის წარმომადგენელი. მოგვიანებით, იგივე შინაარსი გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, რუსეთს მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ "სამშვიდობო კონტინგენტი" შეჰყავს.
კონკრეტულად, დოკუმენტში წერია:
ჩვენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ასევე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ვაცხადებთ:
- ცეცხლის და საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას მთიანი ყარაბაღის ზონაში მოსკოვის დროით 10 ნოემბრის 00:00 საათიდან. აზერბაიჯანი და სომხეთი, შემდეგში მოხსენიებულ მხარეები, რჩებიან მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე;
- აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული აქვს სომხურ მხარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გაზახის რაიონში, უბრუნდება აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე;
- მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც მოიცავს 1960 შეიარაღებულ სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტექნიკას, 380 საავტომობილო და სპეციალურ ტექნიკას;
- რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელი კონტინგენტი განლაგდება სომხეთის მიერ შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად. რუსული სამშვიდობო მისიის ვადა განისაზღვრება 5 წლით, ასევე, ავტომატურად გაგრძელდება 5 წლით, თუ ამ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს საკუთარი მიზნების შესახებ, შეწყვიტოს ეს მოცემულობა;
- მხარეების მიერ შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნებისთვის განლაგდება სამშვიდობო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტას;
- სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას დაუბრუნებს ქალბაჯარის რაიონს, ხოლო 2020 წლის 1 დეკემბრამდე — ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან კავშირს და ამავდროულად, არ შეეხება ქალაქ შუშას.
ამ შეთანხმებით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება ახალი მარშრუტის გეგმა ლაჩინის დერეფნის გავლით, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის, რუსეთის მშვიდობისმყოფელების შემდგომი დისლოკაციის ჩათვლით. აზერბაიჯანის რესპუბლიკა იძლევა ლაჩინის დერეფანში მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას. - დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მიმდებარე რაიონებში გაეროს უმაღლესი კომისრის კონტროლის ქვეშ;
- მხარეები გაცვლიან ტყვეებს, ასევე სხვა დაკავებულ პირებს და გარდაცვლილებს ცხედრებს;
- იხსნება ყველა ეკონომიკური თუ სატრანსპორტო კავშირი რეგიონში. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ორივე მხრიდან მოქალაქეების, ტრანსპორტისა თუ ტვირთის შეუფერხებელი გადაადგილების ორგანიზების მიზნით. სატრანსპორტო კავშირზე კონტროლს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახური განახორციელებს.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები შეძლებენ ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების გზების მშენებლობას, რომელიც ნახიჩვენის ავტონომიურ რესპუბლიკას აზრბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან აკავშირებს.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Liveuamap ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომიტინგეები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა.
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
კომენტარები