ის ადამიანები, რომლებიც ოფისის ხმაურს და აქტიურ ცხოვრებას ვთანხმდებოდით, სულაც არ ვფიქრობდით, რომ სულ რაღაც ერთი თვალის დახამხამებაში, შეუმზადებლად მოგვიწევდა დისტანციურად მუშაობა. არც შესაფერისად მოგვიწყვია სახლები — ჩვენი საცხოვრებელი განტვირთვის, დასვენებისა და ნეტფლიქსის ადგილი იყო. თუმცა 2020-მა ბევრი რამ გვასწავლა.

გაზაფხულზე ერთხელ უკვე გავუგეთ გემო სახლიდან მუშაობას, ზაფხულში ცოტა ხანი დავივიწყეთ კიდეც პანდემიის არსებობა, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მატების შემდეგ ისევ მარტი-აპრილი-მაისის რეალობას დავუბრუნდით და სამსახური ჩვენს სახლებში კიდევ ერთხელ შემოვიტანეთ.

მომავლის სახლებში სამუშაო სივრცის გათვალისწინებაზე არქიტექტორები და დიზაინერები იზრუნებენ, მანამდე კი რჩევებს შემოგთავაზებთ, როგორ გავხადოთ სახლიდან მუშაობა უფრო კომფორტული.

1. შეარჩიე ოთახი

ფოტო: LStockStudio / Getty Images

თუ მარტო ცხოვრობ და დიდი მაგიდა შენს განკარგულებაშია, მაშინ სამუშაო სივრცე ბევრად უფრო კომფორტული ხდება. არც ოთახის კარის დაკეტვა გიწევს, რადგან შინაური ცხოველები და ოჯახის წევრების ფუსფუსი ხელს ვერ შეგიშლიან.

თუ სახლს სხვა ადამიანებთან ერთად ინაწილებ, მაშინ მშვიდი კუთხის პოვნა მოგიწევს, რომ ონლაინ თათბირებსა და კონცენტრაციაში ხელი არ შეგეშალოს.

2. "მონიშნე" კუთხე

როცა სახლიდან მუშაობ, პირად ცხოვრებასა და სამსახურის ვალდებულებებს შორის ხაზი ფერმკრთალდება, ამიტომ საზღვრის დაწესება მნიშვნელოვანია. თუ სამუშაო სივრცეს მაგიდასთან მოიწყობ, ტახტზე გადაჯდომაც კი განტვირთვის მნიშვნელობას შეიძენს. ჯობს, რომ დასასვენებელი და სამსახურისგან თავისუფალი კუთხე შენთვის დაიტოვო.

3. გაანათე სივრცე

ფოტო: Shutterstock

ნახევრად განათებულ ოთახში მუშაობის დროს მოტივაცია იკლებს, საქმის შესასრულებლად მეტი ძალისხმევა გჭირდება და დღის ბოლოს დაღლილობაც მატულობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი სხეული ცუდად განათებულ სივრცეზე უარყოფითად მოქმედებს. მქრქალი სინათლე გავლენას ახდენს განწყობაზე, ხასიათზე, დამოკიდებულებაზე, პროდუქტიულობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სახლში მოწყობილ სამუშაო სივრცეს ბუნებრივი განათება არ აკლდეს და ფანჯრებიდან მზის სხივები მიიღო.

4. მოაწყე სამუშაო მაგიდა

ფოტო: Getty Images

ეს წერტილი შეიძლება სამზარეულოს მაგიდასთან იყოს, ან საძინებლის კუთხეში, ან მისაღებში. თუ თავიდანვე მუშაობას ტახტიდან იწყებ, იცოდე, რომ ფინალი არც ისე სასიამოვნო იქნება. შეარჩიე კომფორტული სკამი, მაგიდა და თუ ფეხების დასასვენებელსაც მოიდგამ, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

5. გამოათავისუფლე სივრცე

ფოტო: Dribbble

სამუშაო მაგიდა მინიმალურად უნდა იყოს დატვირთული, რადგან მუშაობის პროცესში სხვადასხვა ნივთის ყურება ყურადღებას ფანტავს, იწვევს ფრუსტრაციას და ენერგიას გვართმევს. ამის გამო, შეიძლება სამუშაო საათების დროზე ადრე დასრულებაც კი მოგინდეს. ამიტომ, ჯობს რომ მუშაობის დაწყებამდე სამუშაო სივრცე გამოათავისუფლო, საბოლოოდ კი, მილაგებულ სივრცეში ბევრად უკეთ კონცენტრირდები.

6. შემოილაგე ყვავილები

ფოტო: Cavan Images / Getty Images

გარდა ესთეტიკური დატვირთვისა, მცენარეები გონების გასუფთავებასა და დამშვიდებაში გვეხმარებიან. მწვანე სამყაროს შენს ოთახში შემოტანა შემოქმედებასაც ზრდის, ასე რომ ყვავილებით ოთახის დაკომპლექტება გონების გამტკიცებასა და რთული სავარჯიშოების დაძლევაში დაგეხმარება.

საბოლოოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ სამუშაო სივრცე ჩვენს პროდუქტიულობაზე მოქმედებს, სახლიდან მუშაობის დროს კი ამ გარემოს შექმნაში პასუხისმგებლობაც თავად გვეკისრება. თუ გსურს, სახლიდან მუშაობის პროცესი სასიამოვნო გახდეს, მაშინ ინტერიერზეც უნდა დაიწყო ზრუნვა.

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.