დისნეი თავისი ანიმაციების საშუალებით უკვე მრავალი წელია მილიონობით მაყურებელს აოცებს დრამატული ისტორიების ეკრანზე გაცოცხლებითა თუ შთამბეჭდავი ვიზუალური სანახაობით.

ამ ანიმაციური ფილმების შემოქმედები, როგორც წესი, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან თითოეულ ისტორიას და შედეგი, რომელსაც შემდეგ ეკრანზე ვხედავთ, მხოლოდ "საბავშვო გასართობი" ნამდვილად არ არის.

ამაში თუნდაც ეს ნაკლებად შესამჩნევი რამდენიმე დეტალი დაგარწმუნებთ.

1. ანიმაციაში მოანა ბებია ტალა წინაპრების ისტორიის გახსენებისას აღნიშნავს, რომ კუნძულის მოსახლეობამ ნავებით მოგზაურობა 1 000 წლის წინ შეწყვიტა. ანიმაციის სიუჟეტი პოლინეზიური კულტურითაა შთაგონებული და აღსანიშნავია, რომ რეალურ სამყაროში წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულებზე მცხოვრებმა ხალხმა მართლაც დაახლოებით ათასი წლის წინ აიღო ხელი შორ მანძილზე იალქნიანი ნავებით ცურვაზე

ფოტო: Disney

2. ამ ანიმაციის ერთ-ერთ მთავარ გმირ მაუის ნებისმიერი არსების ფორმის მიღება შეუძლია და როცა ის ნახევარზვიგენად გადაიქცა, მის ტატუზეც გამოისახა ზვიგენის თავი

ფოტო: Disney

3. მაუის ტრანსფორმაციის ძალა თავისი ჯადოსნური ბარჯის საშუალებით შეუძლია, რომელიც მაშინაც კი ჩანს, როცა ის ფორმას იცვლის

ფოტო: Disney

4. ანიმაციაში პოკაჰონტასი გამოჩენილი ბრიტანეთის დროშა თანამედროვე დროშას არ ჰგავს — მას ირიბი წითელი ჯვარი აკლია. ეს შეცდომა არ გეგონოთ: თანამედროვე დროშაზე ირიბი წითელი ჯვარი ირლანდიის სიმბოლოა, ანიმაციაში აღწერილი მოვლენებისას კი ირლანდია დიდი ბრიტანეთის ნაწილი არ იყო

ფოტო: Disney

5. ჰერკულესში მუზები სიმღერისას პლანეტების ერთ ხაზზე განლაგებას ახსენებენ, თუმცა კადრში მხოლოდ ექვსი პლანეტა ჩნდება. ეს კი იმიტომ, რომ ანტიკურ საბერძნეთში მხოლოდ ხუთი პლანეტა იყო ცნობილი, პლუს დედამიწა

ფოტო: disney

6. ანიმაცია მულანის ცნობილი სიმღერის Make a Man Out of You ტექსტი უძველესი ჩინური ფილოსოფიური ტრაქტატის, სუნ-ძის ომის ხელოვნების გავლენით დაიწერა

ფოტო: Disney

7. ანიმაციაში კუზიანი ნოტრ დამიდან პერსონაჟი ფროლო ესმარალდას შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვერცხლს არიგებს, თუმცა მისი შეთავაზება 30 ვერცხლზე ჩერდება. ალბათ, კარგად გახსოვთ, რომ ბიბლიის მიხედვით, სწორედ ამდენ ვერცხლად გასცა იუდამ ქრისტე. ფროლო კი რელიგიური ფანატიკოსი იყო და ეს ფაქტი მშვენივრად მოეხსენებოდა

ფოტო: Disney

8. ყველასთვის კარგად ნაცნობ ანიმაციაში პატარა ქალთევზა ურსულა ვანესად რომ გადაქცეულიყო, პეპელა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ვანესა პეპლების განსაკუთრებული სახეობის სახელწოდებაცაა

ფოტო: Disney

9. ალადინში ჯინი "შაჰრაზადის ათასი ზღაპრის" შესახებ მღერის, არადა არაბული ფოლკლორიდან შაჰრაზადის 1001 თქმულებაა ცნობილი. რაშია საქმე? იმაში, რომ ალადინის ისტორიაც ამ 1001 ზღაპრის ნაწილია, შესაბამისად, მის შესახებ ჯინს არ ეცოდინებოდა

ფოტო: Disney

10. როცა ჯინი ალადინის სურვილს იღებს, ამას მარჯვნიდან მარცხნივ იწერს — ზუსტად ისე, როგორც არაბულ დამწერლობაშია მიღებული

ფოტო: Disney

თუ მსგავსი ამბები გაინტერესებს და ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.