საერთაშორისო პარტნიორებს თუ ექნებათ სურვილი, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა შედგეს, ანგარიშს გავუწევთ — კობახიძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ სურვილი, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა შედგეს, მათ ანგარიშს გაუწევენ.
"რაც შეეხება ქართული ოცნების თხოვნას რაიმე შეხვედრასთან დაკავშირებით, დღეს, ხვალ ან ზეგ, თუ მაზეგ, ეს არის ტყუილი. ჩვენ განვმარტეთ რაში იყო საქმე, საერთაშორისო პარტნიორებს თუ ექნებათ სურვილი, რომ შედგეს ასეთი შეხვედრა ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუწევთ ანგარიშს და შეიძლება, ნებისმიერი შეხვედრა შედგეს.
პირველ რიგში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე და მეორე განმსაზღვრელი იქნება, რა თქმა უნდა, ის, თუ რას უნდა შეეხოს ეს შეხვედრა. საკითხები, რომელიც დადგება ამ შეხვედრაზე უნდა იყოს განხილვადი და სერიოზული", — განაცხადა მან.
ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილებმა უნდა გადაინაცვლონ, იქ დარჩნენ და კომენდანტის საათი დაუწესონ ცესკოს. ამ წუთებში მსვლელობა მიმდინარეობს. მელიამ აღნიშნა ისიც, რომ ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მათთან კონტაქტზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე გავიდნენ და ხვალ შეხვედრა შესთავაზეს. მელიას თქმით, არ აპირებენ, ჰიპოთეტურ შეთავაზებას დათანხმდნენ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ მათ დღესვე შეხვდეს.
ოპოზიციურ პარტიებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ და ხელისუფლებას დრო რვა საათამდე მისცეს. ესენია:
- ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
- თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით;
- ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.
მათ პასუხად, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მოთხოვნები აბსურდულია და სერიოზულად არ აღიქვამენ.
ამ წუთებში ოპოზიცია პარლამენტიდან ცესკოსკენ დაიძრა. მანამდე, 5 საათის განმავლობაში პარლამენტის წინ წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას მართავდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არალეგიტიმურად ცნობენ. ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარტლამენტის მანდატებზე.
არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აქციები დაანონსა, სამთავრობო გუნდი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფრო მკაცრად აცხადებენ, რომ აქციები ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს და მოუწოდებენ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დაიცვან წესები.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები