15 ცნობილი ადამიანი, რომელიც ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა და გარდა მისი თანამოაზრეებისა და მოკავშირე პოლიტიკური ფიგურებისა, ეს ამბავი კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებსაც მეტად გაუხარდათ. მართალია ბაიდენის ტრიუმფის აღსანიშნავად ჯენიფერ ლოურენსივით ყველა პიჟამებით არ გაჭრილა ქუჩაში, თუმცა სიხარული იმისა, რომ აშშ-ის დატოვება არ მოუწევთ, ყველამ სხვადასხვანაირად გამოხატა.
1. ელენ დეჯენერესი
"დღეს უდიდესი ისტორია დაიწერა. გილოცავთ, პრეზიდენტო და მადამ ვიცე-პრეზიდენტო!", — წერს ტელეწამყვანი.
2. სელენა გომესი
3. ჯონ ლეჯენდი
"მადლობას ვუხდი ფილადელფიას, რომ ასე ეპიკურად წარმოგვიჩინა დემოკრატია", — აცხადებს მომღერალი ფილადელფიისადმი მადლიერების ნიშნად, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების შედეგების განსაზღვრაში.
4. ლედი გაგა
"ჯო ბაიდენ, კამალა ჰარის და ამერიკელო ხალხო, თქვენ მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი და გამბედავი ქმედება აჩვენეთ", — წერს ამერიკელი მომღერალი, რომელიც დემოკრატ კანდიდატს კამპანიის მიმდინარეობისას მუდმივად უჭერდა მხარს.
5. ლიზო
"არის მომენტები, როცა იმედიანად ვარ განწყობილი. ამჯერად, იმედიანი და ამავდროულად, შეშინებული ვიყავი. მგონი, ტრამპი თანამდებობიდან წავიდა. მგონი, ეს იმ ოთხი წლის დასასრულია, რომელიც ათასწლეულს ჰგავდა. ამ პერიოდში ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე დაკარგეს, დაკარგეს შემოსავალი. ცხადია, ერთ პრეზიდენტს ვერ დაადანაშაულებ ყველაფერში, თუმცა სიტუაცია ცუდად მართული იყო.
"და ძალიან აღტაცებული ვარ, რომ შავკანიანი ქალი თეთრ სახლში იქნება. ადგილობრივი ამერიკელი ქალი თეთრ სახლში იქნება.
"ეს დასასრული არაა. ეს პროგრესის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. ახლა პასუხისმგებელი პირები ისინი არიან, ვინც ხალხს უსმენს და ვინც, იმედია, რეალურ ცვლილებებს მოგვიტანს. ყველა ზეიმობს და იმედია, თქვენც აღნიშნავთ. შესანიშნავი დღეა. ღმერთმა დაგლოცოთ, ყველანი მიყვარხართ", — ამბობს აცრემლებული მომღერალი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
6. არიანა გრანდე
"ვტირი. მადლობა ღმერთს", — წერს გრანდე ტვიტერზე.
7. მაილი საირუსი
"აი, ეს არის წვეულება აშშ-ში", — წერს საირუსი, რომელიც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ჯერ კიდევ 2016 წელს აპირებდა ქვეყნის დატოვებას.
8. ფინეასი
"შვებით ამოსუნთქვა, რომელიც გესმით, მხოლოდ ამ ქვეყნის ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებს კი არ ეკუთვნით, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც", — აცხადებს ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.
9. შერი
"აშშ კვლავ მსოფლიოს ნაწილია", — ასე გამოეხმაურა ტრამპის გამარჯვებას ლეგენდარული მომღერალი.
10. ლებრონ ჯეიმსი
NBA-ის ვარსკვლავმა ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე კომიკური ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბაიდენი ტრამპს ჯაბნის და ბურთს კალათში აგდებს.
11. ლანა დელ რეი
"გილოცავთ, ჯო და კამალა!"
12. ბარბარა სტრეიზანდი
"ვულოცავ ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსა და ჩვენს საყვარელ ქვეყანას. პატიოსნებამ და ერთიანობამ გაიმარჯვა", — წერს მომღერალი.
13. ბიონსე
14. ჯენიფერ ლოპეზი
"პრეზიდენტად ჯო ბაიდენი!!! ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისი!!!"
15. მიშელ ობამა
"საოცრად აღელვებული ვარ, რომ ჩემი მეგობარი, ჯო ბაიდენი, და ჩვენი პირველი შავკანიანი და ადგილობრივი ამერიკელი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, თეთრ სახლში ღირსებას, კომპეტენტურობასა და გულიანობას აღადგენენ", — წერს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი.
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
კომენტარები