ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ულოცავს.

"ველოდები აშშ-საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობების განმტკიცებას და ერთობლივ მუშაობას დემოკრატიისა და პროგრესის მისაღწევად", — წერს თალაკვაძე.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიებმა თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: