რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, დემოკრატ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"მე და სოფია ვულოცავთ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ორ კონკურენტ მხარეს, რომლებიც ერთად იმუშავებენ, როცა ეს შესაძლებელია და როცა შესაძლებელი არ არის ექნებათ ღირსეული ოპონირება", — განაცხადა მან.

აქამდე რესპუბლიკელებს ბაიდენისთვის არ მიულოცავთ. პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა მხოლოდ ის დატვიტა, რომ მედია არ წყვეტს არჩევნების შედეგებს და პრეზიდენტს ხალხი ირჩევს. ამ ფორმით გამოეხმაურენ ისინი მედიების გავრცელებულ წინასწარ შედეგებს.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიამ თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: