მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავენ. წინასწარი მონაცმეებით ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.

BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ბაიდენთან სამომავლო თანამშრომლობას.

"ამერიკელებმა თავისი პრეზიდენტი აირჩიეს. გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ გადავლახოთ დღეს არსბული გამოწვევები. მოდით, ვიმუშოთ ერთად", — დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე.

"ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ჩვენი ქვეყნები ახლო მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ჩვენ მსოფლიოში უნიკალური ურთიერთობები გვაქვს. ნამდვილად მოუთმენლად ველი სამომავლო თანამშრომლობას", — წერს კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.

"გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად", — დატვიტა ესპანეთის პრემიერმინისტრმა.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიამ თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: