დიდი ბრიტანეთს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვება მიულოცა. წინასწარი მონაცემებით, ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჰარისი კი ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალია.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ აშშ მათი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მოუთმენლად ელის სამომავლო თანამშრომლობას, მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიებმა თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: