"ეს ისტორიული პრეცედენტია, უარი ტრამპს და ახალი ფურცელი ამერიკისთვის", — ასე გამოეხმაურა ჰილარი კლინტონი წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.

ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეიზდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა კოლეგიის ხმებით ის არჩევნებში დამარცხდა.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიებმა თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: