"ეს არჩევნები ბევრად მეტია, ვიდრე ჯო ბაიდენი ან მე. ეს ეხება ამერიკის სულს და ჩვენს მზაობას, რომ ვიბრძოლოთ მისთვის", — აცხადებს კამალა ჰარისი, რომელიც წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიებმა თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.

დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.

გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე: