თბილისში, ვაკეში აქსის თაუერსის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. როგორც On.ge-ს თვითვმხილველებმა განუცხადეს, მოქალაქეებს აქსის თაუერსის შენობა დაატოვებინეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, შენობის მიმდებარედ ღობეს ცეცხლი გაუჩნდა. მათი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 2 ეკიპაჟია მობილიზებული. უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.