დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე, დღეს საქალაქო სასამართლოში შოთის პურით მივიდა. მისი თქმით, ეს სიმბოლო და ნიშანია იმისა, რომ სამართალი პურს ყოველთვის ჭამს.

"მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ყველა მოსამართლემ, მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემისა, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია-კრიმინალმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს", — აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, მან საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა ყველა ოქმი და საოლქოს ყველა გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საოლქომ "ვერ გაბედა" დიდუბე-ჩუღურეთში ვერც ერთი ოლქის გახსნა.

საქალაქო სასამართლოში ამჟამად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.