თუ უკვე გაეცანით Youtube-ის ვიდეოებს, რომელთაც მომხმარებლებისგან ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურეს, გაიგებდით, რომ მომხმარებელთა ყველაზე დიდი სიმპათია Wiz Khalifa Ft Chivlie Puth - See You Again-ს ერგო და ის სიის პირველ ადგილს იკავებს რეკორდული 13 მილიონამდე მოწონებით.

მომხმარებელს გარდა მოწონებისა, არმოწონების ან იმედგაცრუების გამოხატვის შესაძლებლობაც აქვს შესაბამისი Dislike ღილაკით.

ეს არის ვიდეოები, რომლებსაც მომხმარებლების ყველაზე დიდი უკმაყოფილება მოჰყვა:

10. ghostbusters 2016

Ghostbusters-ის საკულტო ფილმის არც ისე წარმატებულმა რიმეიქმა გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.

9. Nicki minaj - Anaconda

Anaconda, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს პოპულარულ ჰიტად, ამავდროულად "გამაღიზიანებელი" ვიდეოების ათეულშიც ხვდება მილიონზე მეტი დისლაიქით.

8. Miley cyrus - We can't stop

სიაში მე-8 ადგილს მაილი საირუსის We Can't Stop იკავებს.

7. Miley cyrus - Wrecking ball

მაილი საირუსის სხვა ჰიტს არანაკლებად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

6. Jacob sartorius - Sweatshirt

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს სულ 38 მილიონი ნახვა აქვს, აქედან იაკობის სიმღერა 1.5 მილიონმა ადამიანმა დაიწუნა.

5. Psy - Gangnam style

როგორც ხედავთ, განგნამის სტილი ორივე, მოწონებულთა და არმოწონებულთა ათეულში გვხვდება.

4. Aruan felix - Cortando o botao do youtube

თუ გავითვალისწინებთ 2 მილიონზე მეტ დისლაიქს, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ავტორმა სულ ტყუილად იწვალა.

3. Rebecca black - Friday

რებეკას Friday პირველად 2011 წელს გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა. ხელმეორედ ატვირთვამ მაყურებლების აზრი ვერ შეცვალა.

2. Call of Duty infinite warfare trailer

Call of Duty ცნობილი ვიდეოთამაშია. მის ტრეილერს 3.4 მილიონი დისლაიქი აქვს და ამ შთამბეჭდავი რიცხვით სიის მე-2 ადგილს იკავებს.

1. Justin bieber - Baby

უიღბლოთა შორის ყველაზე უიღბლო კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა. მისმა ჰიტმა პირველი ალბომიდან 7 მილიონზე მეტი ადამიანი გაანაწყენა.