ევროკავშირმა 15 ბელარუს მაღალჩინოსანს, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები გაატარა. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალშია საუბარი.

საპროტესტო აქციების დარბევისა და არჩევნების ფალსიფიკაციის გამო ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პირველად გაატარა სანქციები. თვითონ ლუკაშენკო მაშინ სიაში არ შეიყვანეს. როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, სანქციები ბელარუსის პრეზიდენტსაც შეეხებოდა.

სანქციები მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვას და საბანკო ანგარიშების გაყინვას.