დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირია:

  • თბილისში — 1 044;
  • აჭარაში — 503;
  • იმერეთში — 526;
  • ქვემო ქართლში — 207;
  • შიდა ქართლში — 177;
  • გურიაში — 89;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 117;
  • კახეთში — 36;
  • მცხეთა-მთიანეთში — 43;
  • სამცხე-ჯავახეთში — 25;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 8.

დღეის მონაცემებით სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 51 993-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ჯამური რიცხვია 37 019.

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 560 ადამიანი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 279; აჭარაში — 734.

მძიმე პაციენტია 619, მათ შორის, თბილისში — 336; აჭარაში — 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი, მათ შორის, თბილისში — 124; აჭარაში — 79.

2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 — აჭარაში, ხოლო 841 — თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცია 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 689; აჭარაში — 1 353.

სულ 6 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია — 12 445 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის — 3 146 პირი; აჭარაში — 13 764; იმერეთში — 4 155.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: